Posts

Showing posts from October, 2019

რა ვიცით აზერბაიჯანულ თემზე და ნაადრევი ქორწინებაზე?

რა ვიცით აზერბაიჯანულ თემზე და ნაადრევი ქორწინებაზე? ვიცით თუ არა ამ პრობლემის ნამდვილი მიზეზი და საერთოდ ვინ არიან აზერბაიჯანლები? ბოლო ამბის შემდეგ კიდევ ერთხელ მივხდი, რომ ჯერ არ ვიცნობთ ერთმანეთს. დიდი ცხოვრების პატარა მეხსიერება…. ალბათ, იმ ადამიანს უფრო კარგად ესმის ის ტრაგედიის არსი, ვიდრე სხვა ადამიანს, რომელიც შორიდან ხედავს ამას. არ ვიცი საიდან როგორ დავიწყო, არ ვიცი როგორ დავალაგო ეს ყველაფერი. არც ვიცი, შემიძლია ემოციების გარეშე ბუნებრივად გამომივიდეს ყველა სათქმელი? როდესაც საზოგადოებამ ცხოვრება გამინადგურა, მას შემდეგ დავიწყე ბრძოლა, სხვისი ცხოვრების გადასარჩენისთვის ბრძოლა.. მანამდეც იყო ჩემთვის მოძალადე ეს საზოგადოება, რომელიც ვცხოვრობდი, მაგრამ წლების შემდეგ, ჩემთვის მოძალადე გახდა სისტემა, რომელსაც ძალა არ აქვს. ბავშვის დაცვის კუთხით უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობ ოჯახში ძალადობაზე და ნაადრევი ქორწინებაზე. მაგრამ კიდევ დამჭირდა წლები გავიგო ამის ნამდვილი მიზეზი. წლები ვმუშაობდი ცნობიერების ამაღლებაზე, ვფიქრობდი, ჩემი ხმა ძალიან შორს წავა და გაიგებს საზოგადოება - წლე