Posts

Showing posts from July, 2020

დაუწერელი წარსული

Image
ალბათ ჩემი წინა ბლოგებიდან უკვე იცით, რომ მე   საქართველოში ვიზრდებოდი, მაგრამ მაინც შორს ვიყავი მისგან. ამას თავისი ახსნა აქვს და მისი მიზეზები ჩვენი თემის მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკაში და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ გზაშია. ყველაფერს   რამდენიმე მიზეზი და ახსნა აქვს, და არა ერთი. ადრე მშობლებს მუდმივად ვადანაშაულებდი. რატომ არ იბრძოლეთ ჩვენთვის? რატომ არ მოითხოვეთ სახელმწიფოსგან ქართული ენის შესწავლა მაინც? რატომ არ იღებდით ხმას, როცა ირღვეოდა თქვენი უფლებები? რა თქმა უნდა, მათ ქონდათ პასუხი: „შენ არ იცი, და ალბათ ვერასდროს გაიგებ, რომ მე სინამდვილეში როგორ გადაგარჩინე“. ხშირად მესმოდა მათგან სიტყვები რომ ღმერთმა იცის, რა წლეები გავიარეთ ჩვენ. მთავარია, რომ ეს აღარ განმეორდეს. მარნეულში ჩამოსახლებულ ადამიანებს ჩვენ ყვავილებით დავხვდით. ჩვენი სახლი, მიწა გავუზიარეთ, კარები გავუღეთ, მაგრამ მათ ჩვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენეს. დიახ, ზუსტად 30 წელი გავიდა. მანამდე ჩვენ, შვილების თაობას არ გვიყვებოდნენ ამ წარსულის შესახებ. მაგრამ დრო მოვიდა და ბევრმა გარემოებამ აიძულა ჩემი მშობლები და სხვე