საქართველო, დაგვიანებული სამშობლო! მე - როგორც „უცხო“
17 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ მე საქართველოს მოქალაქე ვარ. სად არის საქართველო? თურმე სადაც ვცხოვრობდი, ის ადგილი ყოფილა. 17 წელი ჩემი ოცნებები აქაურობას არ უკავშირდებოდა. ალბათ, ფიქრობთ, რომ აქ არ ვცხოვრობდი. არა, ზუსტად აქ, საქართველოში ვცხოვრობდი. მე და ჩემი თაობის ადამიანები საბჭოთა კავშირის ბოლო, ახალი საქართველოს კი პირველი ბავშვები ვართ, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, ვინ ვართ და სად ვცხოვრობთ. მშობლებსაც კი არ ვეკითხებოდი. ჩემი მშობლები მარტო ჩვენი ოჯახის გადარჩენას ცდილობდნენ და, შესაბამისად, მეც სოციალური საკითხების გარდა, შეკითხვები არ მქონია. ახლა ვუყურებ ჩემს წარსულს და თითქმის წლებია, კოლონიაში მიცხოვრია. ძალიან შორ ადგილას, შემიძლია ვთქვა, კუნძულზე, სადაც სხვა ობიექტებთან კავშირი არ გვქონია. მე-6 კლასში ვსწავლობდი და ჩვენთან ახალი მასწავლებელი მოვიდა. ის იყო ქართველი და ქართული ენის მასწავლებელი, მაგრამ როგორც მოვიდა, ისე წავიდა, ძალიან მოკლე დრო გაატარა ჩვენთან და მარტო სიმღერა „ცანგალა და გოგონათი“ მახსენდება ჩემი პირველი მასწავლებელი. ერთი წლის შემდეგ კიდევ სხ...