სახელმწიფო ჯერ „ამ ქვეყნის პატრონებისთვის“, შემდეგ – „სტუმრებისთვის“
სამართლიანობა და თანასწორობა არის ადამიანის მორალური მოთხოვნილება, რის დაკმაყოფილებასაც იგი სხვადახვა გზებით ცდილობს. დემოკრატიულ ქვეყნებში ყველა მოქალაქის თანასწორობა სამართლებრივი ნორმა და კანონია. ხანდახან მინდა, ერთი დღე მაინც არ ვიფიქრო იმაზე, რომ ეთნიკურ უმცირესობას წარმოვადგენ საქართველოში. ხანდახან კი იმავე კითხვას ჩემ თავს ვუსვამ, ძალიან კრიტიკული ხომ არ ვარ ან დისკრიმინაციაზე საკმარისზე ხშირად ხომ არ ვსაუბრობ? იქნებ, მე არასწორად მესმის და ყველაფერს ვიწრო ჩარჩოდან ვხედავ? მკაცრი კარანტინის პირობებში ვცდილობ, იზოლირებული ვიყო საზოგადოებისაგან, მაგრამ ახალი ამბების გასაგებად მაინც მიწევს სოციალურ ქსელში შესვლა. ისევ ერთი და იგივე ნეგატივი. მიუხედავად გამეფებული უიმედობისა, ეთნიკური უმცირესობების მიმართ არ წყდება დისკრიმინაცია და სიძულვილის ენა. ახლა თვითონ სახელმწიფოც კი გახდა დისკრიმინაციული. საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული რეგიონებში ხალხს ეძინა და შორს ეჭირა თავი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხებისგან. რა თქმა უნდა, ამის აქვს თავისი მიზეზები. ახლ...