შეღავათები შეზღუდვებით
სიმართლე გითხრათ, დიდად არ მსიამოვნებს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პრობლემების ცალკე კონტექსტში განხილვა. სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფო პოლიტიკა ისეა დაგეგმილი, რომ ჩვენ ვერ ვაზოგადებთ ჩვენს საერთო პრობლემებს. ერთობლივი საზოგადოების შექმნის არც მცდელობა, არც სურვილი არ ყოფილა. ჩვენ საქართველოში „უმრავლესობა და სხვები“ ვართ! „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს მშობლიურ ენაზე ზოგადი განათლების მიღების უფლებასა და საშუალებას აძლევს. მაგრამ ისინი სკოლის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო ენას კარგად ვერ ფლობენ, სკოლებში ქართული ენის სწავლის დონე ძალიან დაბალია. უმრავლესობა კი ეთნიკურ უმცირესობებს მუდამ სახელმწიფო ენის არცოდნის გამო ამცირებს, ლანძღავს, მაგრამ არასოდეს ინტერესდება ამ ყველაფრის მიზეზით. დიახ, ყველა მოსწავლეს აქვს უფლება, მიიღოს ხარისხიანი განათლება. მაგრამ სახელმწიფო ამ მხრივ ვერ აკმაყოფილებს ეთნიკური უმცირესობების დ...
Comments
Post a Comment